სასწავლო რესურსების გამოყენებით მოსწავლებში მოტივაციის ამაღლება გეოგრფიაში
2019 წელი
სარჩევი
შესავალი
ნაშრომი წარმოადგენს სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის
სოფელ ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის მასწავლებლის
ციცინო ბექაურის
მიერ
განხორციელებული
კვლევის
ანგარიშს.
კვლევის
მიზანია:
საშუალო საფეხურის X კლასის
მოსწავლეებში
სწავლისადმი
დაბალი
მოტივაციის მიზეზების დადგენა. საშუალო საფეხურის მოსწავლეების მოტივაციის გაზრდა
მასწავლებლის
როლის
გათვალისწინებით.
ნაშრომი
შედგება
ხუთი თავისაგან: I. თავში მოცემულია საკვლევი საკითხის აქტუალობა, კვლევის მიზანი. მეორე თავში მოცემულია სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები მოტივაციის ამაღლებაზე. III. თავი მოიცავს
საკვლევი
საკითხის
კითხვებს IV. თავი ეხება
კვლევის
შედეგებს
, მონაცემთა
ანალიზს.
V. თავში
მოცცემულია ინტერვენციები. კვლევის ანგარიშს თან ახლავს დასკვნა, ბიბლიოგრაფია და დანართები.
თავი I - საკვლევი საკითხის მიმოხილვა
თემის აქტუალურობა
ნებისმიერი საქმის დაწყებისა და კეთებისას ძალიან დიდი
მნიშვნელობა აქვს მოტივაციას, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში. მოსწავლეთა მოტივაციის
დაბალი დონე განსაკუთრებით შეინიშნება საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებში. მოსწავლეების
მხრიდან ნაკლები დაინტერესებაა სხვადასხვა საგნების და მათ შორის გეოგრაფიის მიმართაც.
მოტივაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლა-სწავლების პროცესში.
მოტივაცია ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებული და
მნიშვნელოვანი ტერმინია თანამედროვე პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში, ის მოიცავს მოსწავლის
ქმედებისა და ქცევის განმაპირობებელ ფაქტორებს, რომლებიც მას შიდა (ემოციები, გრძნობები,
განცდები) და გარე (გარემო) სტიმულებზე. საპასუხო რეაქციისკენ უბიძგებენ. საზოგადოდ
ადამიანის ქმედება უმეტესად მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული და მას განსაზღვული მოტივები
უდევს საფუძვლად. აქედან გამომდინარე მოტივაცია შეიძლება განიმარტოს, როგორც სასურველი
მიზნის მიღწევისკენ მიმართული პროცესი.
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან ჩანს, რომ სწავლის მოტივაციის
პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია საშუალო საფეხურის მოსწავლეებში. ამ საფეხურზე სწავლის
სურვილი ნელ-ნელა უქრებათ, ვფიქრობ ეს გამოწვეულია სასკოლო მასალის გართულებით. ასევე
დაბალია მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, შესაბამისად ნაკლებია დაინტერესება
და კონტროლი შვილის სწავლის მიღწევების.
დიდი ხანია ვცდილობ მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას.
გადავწყვიტე მოტივაციის ამაღლება შევძლო სასწავლო რესურსების და სხვადასხვა სტრატეგიების
გამოყენებით და ცვლით.
2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან გადავწყვიტე
კვლევა ჩამეტარებინა X კლასის
მოსწავლეებზე დაკვირვებით.
პრობლემის ანალიზი
როგორც ვიცით, ვინც მოტივირებულია სწავლა სიამოვნებას
ანიჭებს და საუკეთესო ნიშნებსაც იღებს. საგაკვეთილო პროცესში აქტიურად არის ჩართული,
მისთვის გაკვეთილი შეუმჩნევლად გადის. მოტივაცია არის წარმატებული სკოლის კრიერისთვის
ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი. თუმცა არსებობენ ისეთი მოსწავლეები, არც შინაგანი
და არც გარეგანი მოტივაცია არ უმაღლებს სწავლისადმი ინტერესს. მათ არც დაწერილი ქულა
აინტერესებთ და არც ამ საგანში მიღებული ცოდნა. საგაკვეთილო პროცესში ნაკლებად და უინტერესოდ
არიან ჩართულები.
მშობლებთან საუბრისას ხშირად მსმენია, მშობლების მიერ
სწავლისადმი მოტივიაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა გზების გამონახვის შემთხვევები,
მაგ: ( „თუ კარგ ნიშნებს მიიღებ ამას გიყიდი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გიყიდი, ყოველ მაღალ ნიშანზე 5 ლარს გაჩუქებ“ და ა.შ). ეს
არის გარეგანი მოტივაცია, როდესაც მოსწავლე
სწავლობს
გარეგანი
ზემოქმედების,ან მოთხოვნის
შესაბამისად,
„საჩუქრის“ მიღების, ან დასჯის
შიშის
გამო.
ვფიქრობ, სწავლა სიხარულს უნდა ანიჭებდეს, როდესაც მოსწავლეები თავს კომფორტულად გრძნობენ საკლასო
ოთახში, ისინი უფრო მოტივირებული არიან. ამაში მასწავლებლის როლი უმნიშვნელოვანესია, სადაც მასწალებლის პიროვნული თვისებები ძალიან
დიდ როლს თამაშობენ.
შრომისმოყვარე,
სამართლიან და კეთილშობილ მასწავლებელს შეუძლია უდიდესი წვლილის შეტანა მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში
კვლევის მიზანი
კვლევის მიზანია საგნის სწავლისადმი დაბალი
მოტივაციის
მიზეზების
დადგენა,
ანალიზი
და
მისი
გამოსწორების
გზების
დასახვა.
კვლევის
ფარგლებში
აუცილებელია
გამოვიკვლიო გეოგრაფიის გაკვეთილზე როგორ
შეიძლება მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა, ცნობისმოყვარეობის გაღვიძება და ინტერესის
წარმოქმნა მასწავლებლის დახმარებით. ჩემი მიზანია მოსწავლეებს ავუმაღლო
მოტივაციის დონე, გავუღვიძო საგნისადმი სიყვარული და ინტერესი, დავანახო
საგნის ცოდნის
საჭიროება.
თავი II - ლიტერატურის მიმოხილვა
შინაგანი და გარეგანი მოტივაცია
ლიტერატურის განხილვისას
უპირველესად რისი გაანალიზებაც მიზნად დავისახე,ეს იყო მოტივაცია
და
მოტივაციის
ამაღლების
საშუალებები.
მოტივაცია შინაგანი მდგომარეობაა. ის აღძრავს,
წარმართავს,
უზრუნველყოფს
ქცევას
და
იძლევა
პასუხს
კითხვაზე
– რატომ?
ფსიქოლოგები,
რომლებიც
მოტივაციას
სწავლობენ,
ყურადღებას
შემდეგ
ძირითად
საკითხებზე
ამახვილებენ:
1. რატომაა,
რომ
ერთი
ადამიანი
გულმოდგინედ
აკეთებს
დავალებას,
მეორე
კი
სწავლის
მაგივრად
გართობას
არჩევს?
2. რა
ინტენსივობით
არის
ჩართული
ადამიანი
არჩეულ
ქცევაში?
ყურადღებით
ასრულებს
დავალებას
თუ
მექანიკურად?
3. რა
აიძულებს
ადამიანს
იყოს
შეუპოვარი
ან
ადვილად
დანებდეს?
მაგალითად,
მთლიანად
წაიკითხავს
მასალას,
თუ
მხოლოდ
რამდენიმე
გვერდს?
4. რა
გრძნობები
აქვს
და
რაზე
ფიქრობს
ადამიანი,
როცა
ქცევას
ახორციელებს?
მაგალითად,
სიამოვნებას
იღებს
სახელმძღვანელოს
კითხვისას
თუ
მოსალოდნელ
გამოცდაზე
ფიქრობს?
სწავლის
მოტივაცია
არის
მოტივაციის
კერძო
სახეობა,
რომელსაც
განსაზღვრავს
რამდენიმე
ფაქტორი:
განათლების
სისტემა;
სასწავლო
დაწესებულება,
სადაც
ხორციელდება
სასწავლო
აქტივობა.
სასწავლო
პროცესის
ორგანიზაცია;
სტუდენტის/შემსწავლელის
სუბიექტური
მახასიათებლები
(ასაკი,
სქესი,
უნარები,
ინტელექტი,
თვითშეფასება,
პრეტენზიის
დონე
და
ა.შ.); პედაგოგის
სუბიექტური
მახასიათებლები,
განსაკუთრებით
სწავლებასა
და
სტუდენტის
მიმართ
დამოკიდებულება;
სასწავლო
საგნის
სპეციფიკა.
ზოგი ფსიქოლოგის აზრით, ქცევას წარმართავს მოთხოვნილება, ინტერესი, ცნობისმოყვარეობა,
რწმენა,
ღირებულებები,
მოლოდინები,
სოციალური
ზეწოლა,
დასჯა,
შიშები
და
ა.შ. ზოგი ფსიქოლოგი
მოტივაციას
პიროვნული
ნიშან-თვისებებით
ხსნის
– ზოგიერთ
ადამიანს
წარმატების
მიღწევის
მაღალი
მოთხოვნილება
აქვს,
ზოგს
ხელოვნება
აინტერესებს
და
ა.შ. სხვა ფსიქოლოგები
მოტივაციას
განიხილავენ,
როგორც
მდგომარეობას,
დროებით
სიტუაციას.
მაგალითად,
იმ
შემთხვევაში
თუ
მასალას
მხოლოდ
იმიტომ
კითხულობთ,
რომ
ხვალ
გამოცდა
გაქვთ,
თქვენ
სიტუაციით
ხართ
მოტივირებული.
როგორც
ვხედავთ,
მოტივაციის
ზოგიერთი
განმარტება
ეყრდნობა
შინაგან,
პიროვნულ
ფაქტორებს,
როგორებიცაა
მოთხოვნილება,
ინტერესი,
ცნობისმოყვარეობა
და
ა.შ. სხვა განმარტებაში
ყურადღება
გამახვილებულია
გარე
ფაქტორებზე,
როგორებიცაა
ჯილდო,
სოციალური
ზეწოლა,
დასჯა
და
ა.შ. შესაბამისად,
გამოიყოფა
მოტივების
ორი
კლასი
– შინაგანი
და
გარეგანი
მოტივები.
შინაგანი
მოტივაციის
დროს
ქცევას
საფუძვლად
უდევს
ადამიანის
ინტერესები,
მოთხოვნილებები.
როდესაც
ჩვენ
შინაგანად
ვარ
მოტივირებული,
არ
გვჭირდება
აქტიურობის
წახალისება
ან
დასჯა.
ხოლო
გარეგანი
მოტივაციის
დროს
ქცევა
ხორციელდება
კარგი
შეფასების
მიღებისთვის,
დასჯის
თავიდან
აცილების
მიზნით,
მშობლის
სიამოვნებისთვის
და
ა.შ. ამ შემთხვევაში
ვმოქმედებთ
არა
იმიტომ,
რომ
ის
გვაინტერესებს,
არამედ
იმისთვის,
თუ
რას
მოგვიტანს
ეს
ქცევა.
შინაგანად
მოტივირებული
მოზარდები/ზრდასრულები
უფრო
მეტი
პასუხისმგებლობით
ეკიდებიან
სწავლას,
ხასიათდებიან
თვითრეგულაციის/თვითკონტროლის
მაღალი
უნარით
და,
ზოგადად,
უფრო
დადებითი
განწყობა
აქვთ
განათლების,
სწავლის
მიმართ.
შინაგანად
მოტივირებული
მოზარდები/ზრდასრულები
უფრო
თავდაჯერებულები
არიან.
მათ
არ
ეშინიათ
რთული
ამოცანების
და
მათი
დაძლევის
ახალი,
უფრო
ეფექტური
გზების
მუდმივ
ძიებაში
არიან.
გარეგანად
მოტივირებული
მოზარდები/ზრდასრულები
ხასიათდებიან
სირთულეების
და
რისკის
მიმართ
მკაფიოდ
გამოხატული
შიშით.
როგორც
წესი,
ასეთი
მოზარდების/ზრდასრულების
მიზანია,
ნებისმიერ
სიტუაციაში
ძალისა
და
ენერგიის
109 მინიმალური
დანახარჯებით
მაქსიმალური
ეფექტის
(წახალისება/ჯილდო)
მიღება.
ბუნებრივია,
ეს
სტრატეგია
არ
არის
ეფექტიანი
რთული
ამოცანების
დაძლევისათვის,
შესაბამისად,
გასაგები
ხდება
გარეგანი
ფაქტორებით
მოტივირებული
სტუდენტების
მცდელობა,
თავი
აარიდონ
რთულ
დავალებებს.
ხანგრძლივი
დროის
განმავლობაში
გამოყენებული
გარეგანი
მოტივაცია
თითქმის
შეუძლებელს
ხდის
მნიშვნელოვანი
წარმატებების
მიღწევას.
დიმიტრი
უზნაძის
თანახმად,
სწავლა
გაცნობიერებული,
მიზანდასახული
აქტივობაა,
რომელიც
აზროვნებისა
და
ნებისყოფის
მონაწილეობას
გულისხმობს.
სწავლის
ყველა
კონკრეტულ
შემთხვევაში
ინდივიდი,
როგორც
აქტიური
სუბიექტი,
იღებს
გადაწყვეტილებებს,
რითაც
იქმნება
სათანადო
აქტივობის
განხორციელებისთვის
საჭირო
განწყობა.
პედაგოგმა
იმაზე
უნდა
იზრუნოს,
რომ
სწავლა
ინდივიდის
უშუალო
მისწრაფებებს
და
ინტერესებს
დაუქვემდებაროს
– წარმატების
მიღწევის
მოთხოვნილებას,
ცნობისმოყვარეობას,
ფუნქციის
ქონის
მოთხოვნილებას.
მხოლოდ
კარგი
ნიშნის,
შექების,
მატერიალური
ინტერესით
(გარეგანი
მოტივაცია)
განხორციელებული
სასწავლო
აქტივობა
ინდივიდისთვის
არაფრის
მომტანია.
თანაც
გარეგანი
მექანიზმებით
გაზრდილი
სწავლის
მოტივაცია
ამ
მექანიზმების
ამოწურვისთანავე
ქრება.
ინდივიდის
სასწავლო
აქტივობები
განპირობებული
უნდა
იყოს
შინაგანი
მოტივაციით
(ცნობისმოყვარეობა,
ინტერესი
და
ა.შ.). ასეთ დროს ადამიანისთვის
თავად
აქტივობა
უფრო
მნიშვნელოვანია,
ვიდრე
ჯილდო.
სასწავლო
პროცესი
იმაზე
უნდა
იყოს
უნდა
ორიენტირებული,
რომ
ადამიანისთვის
დამახასიათებელი
ერთ-ერთი მოთხოვნილება
– ინტელექტუალური
(ცნობისმოყვარეობა)
მოთხოვნილება
– ე.წ. სწავლის
წყურვილში
გადაიზარდოს.
ადამიანს
გაუჩნდება
სწავლის
მოთხოვნილება
და,
შესაბამისად,
განწყობაც.
ფსიქოლოგები,
რომლებიც
იზიარებენ
მოტივაციის
შინაგანად
და
გარეგანად
დაყოფას,
ამბობენ,
რომ
ძნელია
განვსაზღვროთ,
მოტივაცია
შინაგანია
თუ
გარეგანი.
მოტივაცია,
რომელიც
ადამიანს
აქვს
დროის
კონკრეტულ
მონაკვეთში,
ნიშანთვისებების
და
მდგომარეობის
ერთგვარი
კომბინაციაა.
რამდენადაც
მოტივაცია
მოიცავს
როგორც
პიროვნულ
ნიშნებს,
ასევე
გარემოს
ფაქტორებს,
ჩვენ
შეიძლება
დროის
კონკრეტულ
სიტუაციაში
მოტივირებული
ვიყოთ
როგორც
შინაგანი,
ასევე
გარეგანი
მოტივებით.
მაგალითად,
შეიძლება
სწავლობთ
იმიტომ,
რომ
სწავლა
თქვენმოტივაცია
სასწავლო
პროცესში
3 110 თვის
დიდი
ღირებულებაა
და
იმიტომაც,
რომ
კარიერული
წინსვლა
გინდათ.
თქვენ
სწავლობთ
განათლების
ფსიქოლოგიას
იმისთვის,
რომ
გახდეთ
კარგი
მასწავლებელი.
შინაგანი
მოტივაციაა
ეს
თუ
გარეგანი?
რეალურად
აქ
ორი
მოტივაციაა
– თქვენ
თავისუფალ
არჩევანს
აკეთებთ
გარე
ფაქტორების
გათვალისწინებით
(ჩასაბარებელი
გაქვთ
გამოცდა)
და
შემდეგ
ცდილობთ
აქედან
სარგებელი
მიიღოთ
(გამოიყენოთ
ცოდნა
პრაქტიკულ
საქმიანობაში).
პედაგოგმა
შეიძლება
სწავლებისას
გაითვალისწინოს
სტუდენტის
ინტერესები,
თუმცა
უნდა
აღვნიშნოთ,
რომ
ეს
ყოველთვის
არ
იქნება
შედეგის
მომტანი.
თუ
პედაგოგს
ყოველთვის
სტუდენტის
შინაგანი
მოტივაციის
იმედი
ექნება,
მას
იმედგაცრუება
ელის.
არის
სიტუაციები,
როცა
გარე
მხარდაჭერაა
აუცილებელი.
პედაგოგმა
უნდა
იზრუნოს
როგორც
შინაგანი
მოტივაციის
გაჩენასა
და
შენარჩუნებაზე,
ასევე
გარეგანი
მოტივების
ჩართვაზეც.
ფოპელისა
და
დემინგის
აზრით,
კითხვა:
„როგორ
მოვახდინოთ
მოზარდის/
ზრდასრულის
მოტივირება?“
– მიუთითებს
იმაზე,
რომ
ჩვენ
ვსაუბრობთ
მოზარდის/ზრდასრულის
კონტროლზე
და
არა
სწავლებაზე.
სხვა
სიტყვებით
რომ
ვთქვათ,
ზემოთ
მოცემული
კითხვა
ასეთი
შინაარსისაა:
როგორ
ვაკონტროლო
სტუდენტის
ქცევა,
რომ
მან
ისწავლოს
ის,
რაც
გათვალისწინებულია
სასწავლო
პროგრამით?
გარეგანი
კონტროლი
ცუდად
მუშაობს,
ვინაიდან
არავის
არ
უყვარს
ის.
ფოპელისა
და
დემინგის
აზრით,
ადამიანები
თავიდანვე
მოტივირებულნი
არიან.
სამწუხაროდ,
სასწავლო
გარემო
იშვიათადაა
ისე
სტრუქტურირებული,
რომ
ხელი
შეუწყოს
შინაგანი
მოტივაციის
აღმოცენებას.
ამავე
დროს
ბევრ
სტუდენტს
აქვს
ნეგატიური
სასწავლო
გამოცდილება,
როდესაც
ისინი
განიცდიდნენ
გარედან
კონტროლს.
შინაგანად
მოტივირებული
მოზარდის/ზრდასრულის
მახასიათებლები:
1. სურთ
თითონ
აკონტროლონ
თავიანთი
გარემო;
2. განვითარებული
აქვთ
შინაგანი
ღირსების
გრძნობა;
3. უყვართ
გამოწვევები
და
პრობლემის
გადაწყვეტა;
4. არიან
ოპტიმისტები
და
სჯერათ
წარმატების;
5. სიამოვნებით
იღებენ
სამუშაოს
შესრულებაზე
პასუხისმგებლობას;
6. დარწმუნებულნი
არიან,
რომ
შეუძლიათ
სამუშაოს
შესრულება;
7. ყოველთვის
მზად
არიან
გაიღრმავონ
ცოდნა,
შეცვალონ
საკუთარი
შეხედულებები
და
პრობლემის
გადაწყვეტის
ჩვეული
ხერხები.
ბიჰევიორისტული მიდგომა მოტივაციისადმი
ბიჰევიორისტები ყურადღებას ამახვილებენ გარეგან მოტივებზე, როგორიცაა შექება და ჯილდო. ბიჰევიორისტების აზრით, ადამიანი
მოქმედებს
იმისთვის,
რომ
მიიღოს
სიამოვნება
ან
თავიდან
აიცილოს
ტკივილი.
ისინი
ცდილობენ
სიტუაციის
(სტიმულის)
იდენტიფიცირებას,
რომელიც
გავლენას
ახდენს
ამა
თუ
იმ
ქცევის
აღმოცენებაზე.
ბიჰევიორისტული
მიდგომის
მიხედვით,
მოზარდის/ზრდასრულის
მოტივაციის
გაგება
უნდა
დავიწყოთ
წამახალისებელი
სტიმულებისა
და
ჯილდოების
ანალიზით.
ჯილდო
ის
მიმზიდველი
ობიექტია,
რომელიც
შედეგად
მოსდევს
გარკვეულ
ქცევას.
სტიმული
კი
ის
ობიექტია
ან
მოვლენა,
რომელიც
აღძრავს
ან,
პირიქით,
ახშობს
ქცევას.
მაგალითად,
დამატებითი
ქულების
დაპირება
წამახალისებელი
სტიმულია,
ხოლო
მაღალი
შეფასების
მიღება
კი
– ჯილდო.
თუ
ჩვენ
მუდმივად
წაგვახალისებენ
კონკრეტული
ქცევის
გამო,
გარკვეული
ტიპის
ქცევა
ჩამოგვიყალიბდება.
მაგალითად,
თუ
მოზარდი
საკუთარი
ოთახის
დალაგებისთვის
რაიმე
სახის
პრივილეგიას
მიიღებს,
უნდა
ვივარაუდოთ,
რომ
ის
ხშირად
დაალაგებს
საკუთარ
ოთახს.
შექება
აძლევს
მოზარდს/ზრდასრულს
მნიშვნელოვან
ინფორმაციას
მათ
შესახებ.
შექება
მიუთითებს
მოზარდის/ზრდასრულის
კომპეტენტურობაზე,
რაც
მნიშვნელოვანია
მოტივაციისათვის.
შექების ეფექტიანად გამოყენება
თუ შექებას ახლავს კონსტრუქციული რჩევები, მას აქვს მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი
ეფექტი,
ვიდრე
უბრალოდ
შექებას
(მაგალითად,
კარგი
ნამუშევარია).
ამავე
დროს
შექება
უნდა
იყოს
კონკრეტული
და
გულწრფელი.
შექების
დროს
პედაგოგმა
ერთმანეთს
არ
უნდა
შეადაროს
სტუდენტები.
პედაგოგმა
მოზარდები/
ზრდასრულები
უნდა
შეაქოს
მონდომებისთვის
და
არა
უნარებისა
და
ინტელექტის
გამო.
თუ
ადამიანს
შევაქებთ
მონდომების
გამო,
მაშინ
ის
ინტელექტს
განიხილავს
ისეთ
უნარად,
რომელიც
შეიძლება
განვითარდეს.
ხოლო
თუ
შევაქებთ
მათ
უნარებს,
მაშინ
ინტელექტი
განიხილება
როგორც
მუდმივი
მოცემულობა.
როცა
ასეთი
სტუდენტი
დაბალ
შეფასებას
მიიღებს,
ის
თვლის,
რომ
მას
არ
აქვს
სწავლის
უნარი
და,
შესაბამისად,
ეცემა
სწავლის
მოტივაცია.
გარეგანი
მოტივაციის
მქონე
ადამიანები
ისწრფვიან
ჯილდოს
მიღებისკენ,
შინაგანი
მოტივაციის
მქონე
ადამიანები
კი
რეაგირებენ
განმტკიცების
შინაგან
წყაროებზე.
მაგალითად,
ინტერესი,
კმაყოფილება
მჭიდროდაა
დაკავშირებული
შინაგან
მოტივაციასთან.
ის,
ვინც
მოქმედებს
შინაგანი
მოტივაციის
საფუძველზე,
დაინტერეაწვდის
ინფორმაციას
კომპეტენტურობასა
და
მიღწევებზე.
უქმნის
სტუდენტს
პოზიტიურ
განწყობას
დავალების
შესრულებისთვის.
იყენებს
სტუდენტის
წარსულ
მიღწევებს
მიმდინარე
მიღწევების
შეფასებისას.
ითვალისწინებს
რთული
დავალების
შესრულებისას
სტუდენტის
მონდომებასა
და
წარმატებას.
მიაწერს
სტუდენტის
წარმატებას
მონდომებას
და
უნარებს,
ხაზს
უსვამს
მომავალი
წარმატების
შესაძლებლობას.
ხაზს
უსვამს
სტუდენტის
მონდომებას
იმიტომ,
რომ
მათ
მოსწონთ
და
უნდათ
სწავლა.
ყურადღებას
ამახვილებს
სტუდენტის
ქცევაზე
დავალების
შესრულების
დროს.
არ
იძლევა
არანაირ
ინფორმაციას
ან
მიუთითებს
მხოლოდ
სტატუსს.
განაწყობს
სტუდენტს
კონკურენციისთვის
და
ერთმანეთის
შედარებისკენ.
იყენებს
სხვა
ადამიანების
მიღწევებს
სტუდენტის
მიმდინარე
მიღწევის
შეფასებისას.
არ
ითვალისწინებს
სტუდენტის
მონდომებას
და
რთული
დავალების
შესრულებისას
მიღწეულ
წარმატებას.
მიაწერს
სტუდენტის
წარმატებას
მხოლოდ
უნარებს
და
გარეგან
ფაქტორებს
(მაგალითად,
იღბალს).
მასწავლებელი
თვლის,
რომ
სტუდენტის
მონდომება
იმითაა
განპირობებული,
რომ
რაღაცას
მიაღწიოს.
მაგალითად,
გაიმარჯვოს
კონკურსში.
ყურადღებას
ამახვილებს
სტუდენტზე.
ეფექტიანი
შექება
არაეფექტიანი
შექება
115 სებულია,
რომ
თავად
იაქტიუროს.
ამიტომ
სწავლების
მიზანია,
სასწავლო
პროცესის
ისე
ორგანიზება,
რომ
სტუდენტმა
ხშირად
განიცადოს
შინაგანი
კმაყოფილება.
როცა
სტუდენტებს
აძლევენ
ძალიან
რთულ
დავალებას,
ისინი
არ
განიცდიან
შინაგან
კმაყოფილებას.
იგივე
ეფექტი
აქვს
ძალიან
ადვილ
დავალებასაც.
პედაგოგს
შეუძლია
ბიძგი
მისცეს
სტუდენტის
შინაგანი
მოტივაციის
განვითარებას,
თუ
მისცემს
მათ
სხვადასხვა
სირთულის
დავალებას;
განსაკუთრებული
ხერხებით
შეაფასებს
დავალებას
(მაგალითად,
გამოიყენებს
გარეგან
განმტკიცებას);
მისცემს
სტუდენტს
საშუალებას
თითონ
აირჩიოს
თემა/დავალება.
როცა
გარეგანი
განმტკიცება
მნიშვნელოვანია,
მაშინ
აქტივობას
საფუძვლად
უდევს
გარეგანი
მოტივაცია,
ხოლო
როცა
არ
ველოდებით
მნიშვნელოვან
გარეგან
განმტკიცებას
(ჯილდოს),
მაშინ
ვმოქმედებთ
შინაგანი
მოტივაციის
საფუძველზე.
ბიჰევიორისტების
აზრით,
პედაგოგმა
უარი
არ
უნდა
თქვას
გარეგან
განმტკიცებაზე,
რომელიც
იძლევა
ძალიან
კარგ
შედეგებს.
თუმცა,
პედაგოგმა
არ
უნდა
გამოიყენოს
ის
გადაჭარბებულად
და
ყურადღება
უნდა
მიაქციოს
შინაგანი
მოტივაციის
ფორმირებასაც.
ჰუმანისტური მიდგომა მოტივაციისადმი
ჰუმანისტური მიდგომა მოტივაციისადმი მოტივაციის ჰუმანისტური
ინტერპრეტაცია
ხაზს
უსვამს
მოტივაციის
ისეთ
შინაგან
წყაროებს,
როგორებიცაა
პიროვნების
თვითაქტუალიზაციის
მოთხოვნილება
(მასლოუ)
და
თვითრეალიზაციის
ტენდენცენია
(როჯერსი).
სხვა
სიტყვებით
რომ
ვთქვათ,
ჰუმანისტური
მიდგომის
თანახმად,
მოტივირება
ნიშნავს
ადამიანის
შინაგანი
რესურსების
– კომპეტენტურობის,
თვითშეფასების
და
თვითაქტუალიზაციის
- წაქეზებას.
ჰუმანისტური
ფსიქოლოგიის
წარმომადგენლები
ძირითადად
აქცენტს
აკეთებენ
ადამიანის
ჯანმრთელ
სოციალურ
და
პიროვნულ
განვითარებაზე
და
ნაკლებ
მნიშვნელობას
ანიჭებენ
ისეთი
სწავლების
სტილს,
რომელიც
ორიენტირებულია
მხოლოდ
ცოდნის
მიღებაზე
და
რომელიც
ტესტის
შედეგებში
აისახება.
ისინი
თვლიან,
რომ
ადამიანს
უნდა
ჰქონდეს
წარმატების
და
არა
მარცხის
გამოცდილება
და
სწავლა
უნდა
მიმდინარეობდეს
აღმოჩენების
გზით.
ჰუმანისტმა
პედაგოგებმა
უნდა
მიიღონ
სტუდენტი
ისეთი,
როგორიც
ის
არის,
პატივი
სცენ
მის
გრძნობებს
და
მიდრეკილებებს.
მოტივაცია
სასწავლო
პროცესში
3 116 ჰუმანისტური
განათლების
ძირითადი
მიზნებია:
კრიტიკული
აზროვნების
განვითარება.
ორიენტაცია
პიროვნებაზე.
პედაგოგსა
და
სტუდენტს
შორის
თანამშრომლობა.
აბრაამ
მასლოუს
მოთხოვნილებათა
იერარქია
მასლოუ
თვლიდა,
რომ
ადამიანებს
აქვთ
მოთხოვნილებათა
მთელი
დიაპაზონი
– დაბალიდან
(მაგალითად,
უსაფრთხოების
მოთხოვნილება)
მაღალი
რანგის
მოთხოვნილებებამდე
(თვითაქტუალიზაციის
მოთხოვნილება).
მასლოუმ
მოახდინა
მოთხოვნილებების
კლასიფიკაცია
იერარქიული
სისტემის
სახით.
ჩვეულებრივ,
ამ
სისტემას
გამოსახავენ
პირამიდის
ფორმით
(იხ.
სურათი
5.), რომლის
ძირში
ფიზიოლოგიური
მოთხოვნილებებია,
ხოლო
უმაღლეს
დონეზე
– თვითაქტუალიზაციის
მოთხოვნილება.
ფიზიოლოგიური
მოთხოვნილებები.
მასლოუს
აზრით,
თანდაყოლილია
ყველა
ადამიანისათვის
და
მოიცავს
ისეთ
მოთხოვნილებებს,
რომლებიც
დაკავშირებულია
ფიზიკურ
გადარჩენასთან
(საკვები,
წყალი,
ჟანგბადი,
სექსი,
ძილი,
თავშესაფარი,
სითბო
და
ა.
შ.)
უსაფრთხოების
და
სტაბილურობისა
შეგრძნების
მოთხოვნილება.
აქ
იგულისხმება:
კომფორტი,
ფიზიკური
უსაფრთხოება,
ეკონომიკური
უსაფრთხოება,
ჯანმრთელობის
უსაფრთხოება
და
ა.
შ.
სიყვარულისა
და
მიკუთვნებულობის
მოთხოვნილება
(სოციალური)
– მოთხოვნილება
გიყვარდეს
და
უყვარდე.
მოთხოვნილება
იმისა,
რომ
ეკუთვნოდე
და
მიგიღონ
ჯგუფის
წევრად.
ამ
მოთხოვნილებებში
შედის
მიჯაჭვულობის
მოთხოვნილებაც.
პატივისცემისა
და
აღიარების
მოთხოვნილება
– მოთხოვნილება
იმისა,
რომ
მოგწონდეს
საკუთარი
თავი
(თვითპატივისცემა);
სხვა
ადამიანების
მიერ
აღიარების,
პატივისცემისა
და
მოწონების
მოთხოვნილება.
წარმატების,
კომპეტენტურობის
და
დამოუკიდებლობის
მოთხოვნილება.
თვითაქტუალიზაციის
მოთხოვნილება
– საკუთარი
შესაძლებლობებისა
და
პოტენციალის
რეალიზების
მოთხოვნილება.
აქ
შედის:
განსაზღვრული
მიზნისკენ
სწრაფვა,
პოტენციალის
სრულად
გამოყენების
მოთხოვნილება,
მშვენიერებისა
და
წესრიგის
მოთხოვნილება,
ცოდნის
მოთხოვნილება.
117 ეს
მოთხოვნლებები
დალაგებულია
იერარქიულად
ისე,
რომ
ყოველი
ქვედა
საფეხურის
მოთხოვნილების
დაკმაყოფილება
იწვევს
უფრო
მაღალი
მოთხოვნილების
წარმოშობას.
მაგალითად,
თუ
ადამიანს
შია,
მას
არ
აქვს
სხვა
მოთხოვნილებები,
მაგრამ
შიმშილის
მოთხოვნილების
დაკმაყოფილების
შემდეგ
მას
უჩნდება
შემდეგი
საფეხურის,
უსაფრთხოების
მოთხოვნილება.
უსაფრთხოების
მოთხოვნილების
დაკმაყოფილების
შემდეგ
– სოციალური
მოთხოვნილებები
და
ა.
შ.
თვითაქტუალიზაციის
მოთხოვნილებამდე.
თვითაქტუალიზაციის
მოთხოვნილება
მასლოუს
პირამიდაში
მოთავსებულია
სულ
ზემოთ,
აქედან
გამომდინარე,
თუ
ამ
მოთხოვნილებათაგან
რომელიმე
არ
კმაყოფილდება,
მაშინ
ადამიანი
ვერ
იქნება
თვითრეალიზებული.
თუ
ყველა
პირობა
დაცულია,
ადამიანი
აღწევს
განვითარების
პიკს,
მაქსიმალურად
ავლენს
საკუთარ
შესაძლებლობებს
და
არის
თვითრეალიზებული.
მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდა
თვითაქტუალიზაცია მასლოუს მიერ შემოტანილი ტერმინია, რითაც იგი აღნიშნავდა პიროვნების სრულ თვითრეალიზაციას, მისი პოტენციალის
სრულ
რეალიზებას.
სანამ
მოთხოვნილებათა
უფრო
მაღალ
საფეხურზე
გადავიდოდეთ,
უნდა
დაკმაყოფილდეს
უფრო
დაბალი
რანგის
მოთხოვნილებები.
მასლოუ
ოთხ
შედარებით
დაბალი
რანგის
მოთხოვნილებას
– ბიოლოგიურს,
უსაფრთხოების,
მიკუთვნებულობისა
და
აღიარების
მოთხოვნილებებს
– უწოდებდა
დეფიციტურ
მოთხოვნილებებს.
როდესაც
ეს
მოთხოვნილებები
დაკმაყოფილებულია,
მათი
რეალიზების
მოტივაცია
იკლებს.
ხოლო
თვითაქტუალიზაციის
მოთხოვნილებას
კი
უწოდა
ზრდის
მოთხოვნილება.
როდესაც
ეს
მოთხოვნილებები
კმაყოფილდება,
პიროვნების
მოტივაცია
კი
არ
იკარგება,
არამედ
იზრდება
და
დაკმაყოფილების
მორიგი
საშუალებების
ძებნას
იწყებს.
დეფიციტური
მოთხოვნილებებისგან
განსხვავებით,
ზრდის
მოთხოვნილებები
ბოლომდე
არასდროს
კმაყოფილდება.
მაგალითად,
რაც
უფრო
წარმატებულია
თქვენი
მცდელობა,
გახდეთ
კარგი
კულინარი,
მით
უფრო
მეტად
გინდათ
მიაღწიოთ
უფრო
მაღალ
კვალიფიკაციას.
ადამიანი
შემოქმედებითი
არსებაა,
იგი
ქმნადობისთვისაა
გაჩენილი,
ისევე
როგორც
ხე
– ნაყოფისათვის.
თუ
ადამიანი
ამ
თვისებებს
ვერ
ამჟღავნებს,
ამაში
დიდი
როლი
განათლების
სისტემასაც
მიუძღვის,
– აღნიშნავს
მასლოუ.
თვითაქტუალიზირებული
პიროვნების
მახასიათებლებია:
ახასიათებს
საკუთარი
თავის
და
სხვების
მიმღებლობა,
ისეთის,
როგორიც
არის.
ადეკვატურად
აღიქვამს
რეალობას.
უშუალოა,
უბრალო,
ბუნებრივი.
ცენტრირებულია
პრობლემებზე
და
არა
საკუთარ
,,მე“-ზე. დამოუკიდებელია,
ავტონომიური,
ახასიათებს
,,ნების
თავისუფლება“.
ახასიათებს
საზოგადოებრივი
ინტერესი,
თანაგრძნობის
უნარი.
ახასიათებს
კაცობრიობის
სიყვარული.
ღრმა
პიროვნებათშორისი
დემოკრატიული
სტილის
ურთიერთობები.
არის
ეთიკური
და
იცავს
ზნეობრივ
ნორმებს,
მიჯნავს
მიზანსა
და
საშუალებებს.
აქვს
იუმორის
გრძნობა.
არის
შემოქმედებითი
პიროვნება.
ერთი
მხრივ,
პატივს
სცემს
კულტურულ
კონტექსტს,
მეორე
მხრივ,
არის
შინაგანად
დამოუკიდებელი.
119 როგორ
გავითვალისწინოთ
მასლოუს
თეორია
საგანამანათლებლო
სისტემაში?
ფიზიოლოგიური
მოთხოვნილებები
საუზმე/სადილი;
შესაბამისი
ტემპერატურა
სასწავლო
ოთახში;
შესვენებები
(ტუალეტში
შესასვლელად,
წყლის
დასალევად
და
ა.შ.). უსაფრთხოების
მოთხოვნილება
კარგად
დაგეგმილი
და
კონტროლირებული
მეცადინეობები;
სტუდენტებისათვის
საგანაგებო
შემთხვევებში
მოქმედი
წესების
გაცნობა;
პედაგოგის
მხრიდან
მისი
სტუდენტებისადმი
კეთილგანწყობილი
დამოკიდებულება;
შექების
გამოყენება
– პედაგოგი
სტუდენტს
სწორი
პასუხისთვის/სასურველი
ქცევისთვის
აქებს,
ხოლო
არასწორი
პასუხისთვის/არასასურველი
ქცევისთვის
არ
სჯის.
სიყვარული
და
მიკუთვნებულობის
მოთხოვნილება
(სოციალური
მოთხოვნილება)
პედაგოგის
პიროვნული
მახასიათებლები:
ემპათიური,
ტაქტიანი,
თავდაჭერილი,
სამართლიანი,
გახსნილი,
კარგი
შემსწავლელი,
კეთილგანწყობილი;
პედაგოგი
მიმართავს
ინდივიდუალურ
კონსულტირებას;
საჭიროების
შემთხვევაში,
პედაგოგი
ყოველთვის
ხელმისაწვდომია
სტუდენტებისთვის;
პედაგოგი
უსმენს
სტუდენტებს,
გამოხატავს
მხარდაჭერას;
პედაგოგი
ამჟღავნებს
სტუდენტების
აზრებისა
და
შეხედულებებისადმი
პატივისცემას,
ასევე
გამოხატავს
მათ
მიმართ
ნდობას;
სასწავლო
პროცესი
უზრუნველყოფილია
ისეთი
გარემოთი,
რომელშიც
სტუდენტებს
შესაძლებლობა
აქვთ
მონაწილეობა
მიიღონ
შეხვედრებსა
და
დისკუსიებში,
რომელთა
დროსაც
ისინი
ერთმანეთს
უზიარებენ
ინფორმაციას,
ეხმარებიან
და
ერთმანეთისადმი
ნდობასა/მხარდაჭერას
გამოხატავენ.
პატივისცემისა
და
აღიარების
მოთხოვნილება
პედაგოგი
აქცენტს
აკეთებს
სტუდენტის
ღირსებებსა
და
ძლიერ
მხარეებზე;
სასწავლო
პროცესის/მეცადინეობის
დაგეგმვისას
პედაგოგი
მხედველობაში
იღებს
სტუდენტის
ინდივიდუალურ
შესაძლებლობებსა
და
საჭიროებებს;
მოტივაცია
სასწავლო
პროცესში
3 120 პედაგოგი
ყურადღებას
იჩენს
სტუდენტის
სირთულეების
მიმართ
– სირთულის
აღმოცენებისთანავე
ცდილობს
ადეკვატურად
ჩაერიოს;
პედაგოგი
სტუდენტის
ყოველთვის
ხელმისაწვდომია,
საჭიროების
შემთხვევაში
სტუდენტები
დახმარებისთვის
თავისუფლად
მიმართავენ;
პედაგოგი
ყველა
სტუდენტს
რთავს
აქტივობებში,
თანაბრად
ანაწილებს
პასუხისმგებლობებს;
როდესაც
საჭიროა
სტუდენტისთვის
წესრიგისკენ
მითითება,
პედაგოგი
ამას
შეძლებისდაგვარად
ინდივიდუალურად
(არასაჯაროდ)
აკეთებს;
პედაგოგი
ქმნის
ისეთ
სასწავლო
გარემოს,
სადაც
არაგანსჯითი
და
პოზიტიური
დამოკიდებულებებია;
პედაგოგი
იყენებს
სასურველ
წამახალისებელ
/ დაჯილდოების
სისტემას.
მაგალითად,
კვირის
საუკეთესო
სტუდენტი,
ან
სტუდენტი,
რომელიც
კვირის
განმავლობაში
ყველაზე
მეტად
ეხმარებოდა
სხვებს;
პედაგოგი
ხელს
უწყობს
ისეთ
აქტივობებს,
რომლებშიც
სტუდენტები
ერთმენთის
მოსმენასა
და
ემპათიურ
დამოკიდებულებას
სწავლობენ;
პედაგოგი
ხელს
უწყობს
თანამშრომლობით
სწავლებას,
სადაც
სტუდენტები
გუნდურ
მუშაობას
სწავლობენ
და
ერთმანეთის
მიმართ
მეტ
ნდობას
ამჟღავებენ;
პედაგოგი
ხელს
უწყობს
სტუდენტების
ჩართვას
ისეთ
აქტივობებში,
რომლებშიც
ისინი
ერთად
მნიშვნელოვან
საქმეს
აკეთებენ,
მაგალითად,
სადილი
მიაქვთ
მარტოხელა
უმწეო
მოხუცებთან,
მზრუნველობამოკლებულ
ბავშვთა
თავშესაფარს
შენობის
გარემონტებაში
ეხმარებიან
და
სხვა.
თვითაქტუალიზაციის
მოთხოვნილება
პედაგოგი
სტუდენტებისადმი
მათი
შესაძლებლობების
მაქსიმალურად
გამომჟღავნების
მოლოდინის
გამოხატავს;
პედაგოგი
სტუდენტებს
აძლევს
თავისუფლებას,
თითონ
გააკეთონ
„აღმოჩენები“;
პედაგოგი
იყენებს
მეტაკოგნიტურ
აქტივობებს;
პედაგოგი
სტუდენტებს
ისეთ
შემოქმედებით
აქტივობებში
რთავს,
რომლებშიც
მათ
თვითგამოხატვის
საშუალება
ეძლევათ.
კარლ
როჯერსის
თეორია
როჯერსი
აღნიშნავს,
რომ
განათლებულობა
ეფუძნება
არა
ცოდნას,
არამედ
მისი
მოპოვების
უნარს.
კი
არ
ასწავლო,
არამედ
ხელი
შეუწყო
სწავლას
– ეს
არის
პედა-
121 გოგის
მთავარი
ფუნქცია.
განათლებულია
ადამიანი,
რომელმაც
ისწავლა,
როგორ
ისწავლოს.
როჯერსის
აზრით,
ადამიანის
ქცევას
მართავს
თვითრეალიზაციის
ტენდენცია.
ეს
არის
ზრდის
პროცესი,
რომელიც
პიროვნების
ძალების
გაშლას
გულისხმობს.
თვითრეალიზაციის
მნიშვნელოვანი
ასპექტია
მისწრაფება
კომპეტენტურობისკენ,
რაც
გამოიხატება
ადამიანის
მცდელობაში
იყოს
საკმარისად
კომპეტენტური
წარმატების
მისაღწევად.
როჯერსის
აზრით,
ადამიანები
არსებითად
კარგი
და
კეთილი
არსებები
არიან
და
მათ
აქვთ
თვითრეალიზაციის
ტენდენცია,
ანუ
თანდაყოლილი
მიდრეკილება
ზრდისკენ
და
თავიანთი
უნიკალური
შესაძლებლობების
მაქსიმალურად
გამოვლენისკენ.
თვითრეალიზაციის
ტენდენცია
ყველა
პიროვნებაში
სხვადასხვაგვარად
ვლინდება.
როჯერსის
თეორია
ძირითად
აქცენტს
საკუთარ
„მე“-ზე აკეთებს.
როჯერსის
აზრით,
ის
ადამიანები,
რომლებიც
სწორად
შეიცნობენ
საკუთარ
თავს,
მათ
შორის
საკუთარ
შესაძლებლობებს,
ფანტაზიებს,
ნაკლოვანებებსა
და
სურვილებს,
უკვე
თვითრეალიზაციის
გზაზე
დგანან.
თვითრეალიზაციისაკენ
ნაკლებად
ისწრაფვიან
ის
ადამიანები,
რომლებსაც
არასწორი
წარმოდგენა
აქვთ
საკუთარ
„მე“-ზე. როჯერსის
აზრით,
იმისათვის,
რომ
ადამიანები
პიროვნულად
გაიზარდონ,
შემდეგი
სამი
პირობაა
მნიშვნელოვანი:
გულწრფელობა,
კეთილგანწყობილი
დამოკიდებულება
და
ემპათია.
პედაგოგები
ხელს
უწყობენ
ჩვენს
პიროვნულ
ზრდას
ჩვენდამი
გულწრფელი
და
გულღია
დამოკიდებულებით.
პირადი
გრძნობების,
შეხედულებების,
მიზნების,
შიშების,
ოცნებებისა
და
ა.
შ.
გულახდილად
გაზიარებით.
აგრეთვე,
პედაგოგები
ჩვენს
ზრდას
ხელს
უწყობენ
კეთილგანწყობილი
დამოკიდებულებით.
ამით
ისინი
გვაჩვენებენ,
რომ
გვაფასებენ,
ჩვენი
ნაკლოვანებების
მიუხედავად.
ადამიანის
პიროვნების
მნიშვნელოვანი
ნაწილია
მისი
თვითაღქმა,
ის
ფიქრები
და
გრძნობები,
რომლებიც
ადამიანს
„ვინ
ვარ
მე?“
კითხვის
საპასუხოდ
უჩნდება.
როცა
ადამიანებს
დადებითი
წარმოდგენა
აქვთ
საკუთარ
თავზე,
მაშინ
დადებით
საქციელს
ავლენენ
და
სამყაროსაც
პოზიტიურად
აღიქვამენ.
როცა
ადამიანებს
უარყოფითი
წარმოდგენა
აქვთ
საკუთარ
თავზე,
როცა
მათი
„რეალური
მე“
ვერ
აღმოტივაცია
სასწავლო
პროცესში
3 122 წევს
მათ
„იდეალურ
მე“-ს, როჯერსის
აზრით,
ისინი
უკმაყოფილოდ
და
უბედურად
გრძნობენ
თავს.
ამიტომაც
ძალიან
მნიშვნელოვანია,
რომ
პედაგოგები
დაეხმარონ
სტუდენტებს,
შეიცნონ
და
მიიღონ
საკუთარი
თავი.
როჯერსის
აზრით,
„როცა
ადამიანებს
იღებენ
და
აფასებენ,
როცა
ადამიანებს
ემპათიით
უსმენენ,
ისინი
სწავლობენ
თავიანთი
განცდების
უკეთ
აღქმასა
და
სწორად
გაგებას“.
როჯერსის
მიხედვით,
სწავლება
ნაყოფიერია
თუ:
1. ადამიანი
სრულად
არის
ჩართული
სწავლა-სწავლების
პროცესში;
2. მოზარდი/ზრდასრული
ახორციელებს
პრაქტიკულ,
კვლევით
აქტივობებს,
რომელთა
საშუალებითაც
სწავლა
უფრო
მეტად
მორგებული
ხდება
ინდივიდის
საჭიროებებზე;
3. მოზარდი/ზრდასრული
მუდმივად
აფასებს
საკუთარ
თავს,
რაც
მისი
პროგრესისა
და
წარმატების
შეფასების
ძირითადი
მეთოდია;
4. საგნის
შინაარსი
და
პიროვნების
ინტერესი
ერთმანეთს
ემთხვევა;
5. საჭიროა
ახალი
მიდგომებისა
და
პერსპექტივების
მოძებნა,
რაც
გამოიწვევს
სწავლისადმი
მოტივირებას;
6. სწავლების
პროცესი
სწრაფად
მიმდინარეობს,
თუ
ადამიანს
არ
აქვს
სასწავლო
გარემოს
შიში.
მოტივაციის ფაქტორები
მოტივაციის ფაქტორები რწმენა ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ მოტივაციაზე საუბრისას,
ესაა
რწმენა.
როგორია
მოზარდების/ზრდასრულების
საკუთარი
თავის,
კომპეტენტურობის
რწმენა
იმ
ფაქტორების
შესახებ,
რომლებიც
განსაზღვრავს
მათ
წარმატებასა
თუ
მარცხს.
თუ
მოზარდი/ზრდასრული
დარწმუნებულია,
რომ
მას
არ
აქვს
სათანადო
უნარი,
მაშინ
ის
სწორედ
ამ
რწმენის
შესაბამისად
იმოქმედებს,
მაშინაც
კი,
თუ
მისი
რეალური
შესაძლებლობები
საშუალოზე
მაღალია.
ასეთ
სტუდენტებს
ნაკლები
მოტივაცია
ექნებათ
ისწავლონ
რომელიმე
კონკრეტული
საგანი,
რადგან
ისინი
მარცხს
ელიან.
თუ
სტუდენტები
ფიქრობენ,
რომ
წარუმატებლობა
მათ
სულელად
წარმოაჩენს,
ისინი
თავდაცვით
მექანიზმებს
მიმართავენ.
პედაგოგის
მოწოდება,
რომ
სცადონ
მეტი,
არ
არის
საკმარისი.
სტუდენტებს
სჭირდებათ
მკაფიო
არგუმენტები,
რომ
მათი
ძალისხმევა
უკვალოდ
არ
ჩაივლის
და
მათი
უნარები
შეიძლება
შეიცვალოს.
ქვემოთ
განვიხილავთ
ატრიბუციისა
და
თვითეფექტიანობის
თეორიებს,
რომლებიც
სწორედ
ამ
საკითხს
ეხება.
მოტივაცია
სასწავლო
პროცესში
3 124 ატრიბუციის
თეორია
ჩვენ
საკუთარი
და
სხვა
ადამიანების
ქცევის
გაგებას
ვცდილობთ
ამ
ქცევის
ახსნითა
და
მისი
გამომწვევი
მიზეზების
წვდომით.
იმისათვის,
რომ
გავიგოთ
ჩვენი
წარმატების
თუ
მარცხის
მიზეზი,
ვსვამთ
კითხვას
– რატომ?
საკუთარი
წარმატებისა
თუ
მარცხის
მიზეზი
მოზარდებმა/ზრდასრულებმა
შეიძლება
მიაწერონ
უნარს,
ძალისხმევას,
განწყობას,
ცოდნას,
იღბალს,
დახმარებას,
უსამართლობას
და
ა.შ. ატრიბუცია
(მიწერა)
ეს
არის
ადამიანის
ქცევის
განმსაზღვრელი
მიზეზების
ახსნის
მექანიზმი.
ატრიბუციის
თეორია
აღწერს,
თუ
რით
ხსნის
და
რას
მიაწერს
ადამიანი
საკუთარ
ქცევას.
ბ.
ვეინერი
არის
განათლების
ერთ-ერთი ცნობილი
ფსიქოლოგი,
რომელმაც
ერთმანეთთან
დააკავშირა
ატრიბუციის
თეორია
და
სწავლა.
ვეინერი
დაინტერესდა
შემდეგი
საკითხით
– რატომაა,
რომ
ზოგი
ადამიანი
ბევრს
აღწევს
ცხოვრებაში,
ზოგი
კი
– არა?
ბ.
ვეინერის
მიხედვით,
წარმატებისა
და
მარცხის
მიზეზების
უმეტესობა
შეიძლება
დავახასიათოთ
სამი
ნიშნის
მიხედვით:
1. ლოკუსი.
ქცევის
მიზეზის
ადგილმდებარეობა
პიროვნების
შიგნით
ან
გარეთ.
2. სტაბილობა.
დარჩება
თუ
არა
იგივე
მიზეზი
უახლოეს
მომავალში.
3. კონტროლირებადობა.
შეუძლია,
თუ
არა
პიროვნებას
აკონტროლოს
ქცევის
მიზეზი.
მაგალითად,
იღბალი
არის
ექსტერნალური
(გარეგანი)
ლოკუსი,
არასტაბილური
და
არაკონტროლირებადი.
სწავლის
დაბალი
უნარი
კი
– ინტერნალური
(შინაგანი)
ლოკუსი,
სტაბილური,
არაკონტროლირებადი
(უნდა
აღინიშნოს,
რომ
პროგრესული
თეორეტიკოსები
თვლიან,
რომ
უნარი
არის
არასტაბილური
და
კონტროლირებადი).
ვეინერი
თვლის,
რომ
ამ
3 მახასიათებელს
მოტივაციისათვის
დიდი
მნიშვნელობა
აქვს,
ისინი
გავლენას
ახდენენ
მოლოდინსა
და
ღირებულებაზე.
მაგალითად,
სტაბილობა
კავშირშია
მომავალთან
დაკავშირებულ
მოლოდინთან.
თუ
მოზარდები/ზრდასრულები
თავიანთ
მარცხს
სტაბილურ
ფაქტორებს
მიაწერენ,
მაგალითად,
საგნის
სირთულეს,
მათ
მომავალში
მარცხის
მოლოდინი
ექნებათ.
მაგრამ
თუ
ისინი
ამ
შედეგს
მიაწერენ
არასტაბილურ
ფაქტორებს,
ვთქვათ
განწყობას
ან
იღბალს,
მათ
მომავალში
უკეთესი
შედეგის
მიღწევის
იმედი
ექნებათ.
125 მაღალი
მოტივაციის
მქონე
ადამიანები
წარმატების
მიღწევას
უკავშირებენ
ძალისხმევას
და
უნარებს,
ხოლო
მარცხს
კი
– ძალისხმევის
ნაკლებობას.
დაბალი
მოტივაციის
მქონე
ადამიანები
თვლიან,
რომ
წარმატება
განსაზღვრა
ამოცანის
სიადვილემ
ან
იღბალმა,
ხოლო
მარცხს
კი
უნარებს
მიაწერენ.
მაღალი
მოტივაციის
მქონე
ადამიანები
მიდრეკილი
არიან
შეაფასონ
თავისი
უნარები,
როგორც
მაღალი,
ხოლო
დაბალი
მოტივაციის
მქონე
ადამიანები
კი
საკუთარ
უნარებს
აფასებენ,
როგორც
დაბალს.
ბ. ვეინერის კაუზალური ატრიბუციის მოდელი
ვეინერის მოდელიდან ჩანს, რომ გარეგანი მიზეზები შეიძლება იყოს კონტროლირებადი. ამავე დროს კონკრეტული
ძალისხმევა
განხილულია,
როგორც
შინაგანი
და
არასტაბილური
ფაქტორი.
აგრეთვე
ძალისხმევა,
რომელიც
ზოგადადაა
დამახასიათებელი
ადამიანისათვის
(სიზარმაცე
და
შრომისმოყვარეობა),
განხილულია,
როგორც
კონტროლირებადი
ფაქტორი.
როგორც
ვეინერი
აღნიშნავს,
ემოციები
წარმოადგენს
მოტივაციის
მნიშვნელოვან
კომპონენტს.
მაგალითად,
დაბალი
შეფასება
იმიტომ
მივიღე,
რომ
ცოტა
ვიმეცადინე.
ეს
მსჯელობა
დანაშაულის
გრძნობას
იწვევს.
ცუდი
ნიშანი
იმიტომ
მივიღე,
რომ
არ
შემიძლია
– ეს
მსჯელობა
კი
იწვევს
თვითშეფასების
შემცირებას
და
ნეგატიურ
ემოციებს.
გამოცდაში
მაქსიმალური
შეფასება
მივიღე
– ეს
სიტუაცია
კი
იწვევს
სიხარულის
ემოციას.
მოტივაცია
სასწავლო
პროცესში
3 126 ვეინერი
წარმატების
და
მარცხის
ემოციის
3 ტიპს
გამოყოფს:
1. ზოგადი
პოზიტიური
ან
ნეგატიური
ემოცია
წარმატებაზე
ან
მარცხზე
(სიხარული
ან
დარდი),
რომელიც
ასახავს
მომხდარ
ფაქტს.
ეს
ემოციები
არ
უკავშირდება
ატრიბუციას.
2. კონკრეტული
ემოციები,
რომელიც
ახლავს
მიღებული
შედეგის
კაუზალური
ფაქტორების
ძიებას.
განსაკუთრებით
ეს
ხდება
მაშინ,
როცა
შედეგი
მოულოდნელია,
უარყოფითი
ან
მნიშვნელოვანი.
3. რთული
კოგნიტური
ემოციები,
რომლებიც
უშუალოდაა
დაკავშირებული
კაუზალურ
ატრიბუციასთან
და
რომელიც
გავლენას
ახდენს
მომავალ
წარმატებასა
და
ძალისხმევაზე.
მაგალითად,
უსუსურობის
გრძნობა,
აპათია.
ლოკუსის
ინტერნალობა/ექსტერნალობა
მჭიდრო
კავშირშია
თვითშეფასებასთან.
თუ
მარცხისა
და
წარმატების
მიზეზი
მიეწერება
შინაგან
ფაქტორებს,
წარმატება
ჩვენში
გამოიწვევს
სიამაყის
განცდას
და
გაზრდის
მოტივაციას,
მაშინ
როცა
მარცხი
თვითშეფასებას
შეამცირებს.
თუ
მოზარდი/ზრდასრული
აკონტროლებს
თავის
სასწავლო
პროცესს,
მაშინ
ის
უფრო
რთულ
ამოცანას
აირჩევს
და
საქმეში
მეტ
ძალისხმევას
ჩადებს.
წარმატებას
მიჩვეული
მოზარდი/ზრდასრული
მარცხის
შემთხვევაში
ინტერნალურ,
კონტროლირებად
ატრიბუციას
მიმართავს.
მაგალითად,
ვერ
გაიგო
მითითება,
დააკლდა
ცოდნა
ან
კარგად
არ
მოემზადა.
სამომავლოდ
ის
სტრატეგიებზე
მოახდენს
ფოკუსირებას,
რასაც
ხშირად
მივყავართ
წარმატებამდე.
მთავარი
პრობლემა
მოტივაციასთან
დაკავშირებით
წამოიჭრება
მაშინ,
როცა
მოზარდები/ზრდასრულები
მარცხს
სტაბილურ,
არაკონტროლირებად
მიზეზებს
მიაწერენ.
ასეთი
მოზარდები/ზრდასრულები
თითქოს
ეგუებიან
მარცხს,
მცირდება
სწავლის
მოტივაცია.
ამას
გარდა,
მოზარდები/ზრდასრულები,
რომლებიც
ამგვარად
აფასებენ
საკუთარ
წარუმატებლობას,
არ
ცდილობენ
მოიძიონ
დახმარება.
მათ
ჰგონიათ,
რომ
მათი
დახმარება
არავის
და
არაფერს
შეუძლია.
ამავე
დროს
პედაგოგი
ახდენს
მოზარდთა/ზრდასრულთა
წარმატების
თუ
წარუმატებლობის
მიზეზების
ატრიბუციას.
თუ
პედაგოგი
ფიქრობს,
რომ
მოზარდის/
ზრდასრულის
წარუმატებლობის
მიზეზი
მის
კონტროლს
არ
ექვემდებარება,
ის
კეთილგანწყობილია
მის
მიმართ.
თუ
წარუმატებლობა
მიეწერება
კონტროლირებად
ფაქტორს,
მაგალითად,
არასაკმარისი
ძალისხმევა,
პედაგოგმა
შეიძლება
საყვედური
გამოთქვას
მოზარდის/ზრდასრულის
მიმართ.
127 თვითეფექტიანობა
ა.
ბანდურა
განმარტავს
თვითეფქტიანობას,
როგორც
ადამიანის
რწმენას,
რომ
მას
აქვს
უნარი
(შეუძლია),
მართოს
მის
ცხოვრებაზე
მოქმედი
მოვლენები.
თვითეფექტიანობა
– ეს
არის
ადამიანის
რწმენა,
რომ
მას
შეუძლია
კონკრეტული
ქმედების
შესრულება.
სხვა
სიტყვებით
რომ
ვთქვათ,
თვითეფექტიანობა
– ეს
არის
პიროვნების
რწმენა
საკუთარი
კომპეტენტურობის
შესახებ.
კომპეტენტურობის
შეფასება
მნიშვნელოვან
როლს
ასრულებს
სწავლის
პროცესში.
მოზარდის/ზრდასრულის
რწმენა,
თუ
რამდენად
მიაღწევს
ის
წარმატებას
გარკვეულ
სფეროში,
გავლენას
ახდენს
მის
მიერ
განხორციელებულ
ძალისხმევაზე.
ამიტომ
პედაგოგმა
უნდა
იცოდეს
შემსწავლელითა
თვითეფექტურობა,
რადგან
მასზე
გავლენას
ახდენს
ბევრი
რამ,
რასაც
პედაგოგი
აკეთებს
ან
შეიძლება
გააკეთოს.
თვითეფექტიანობას
განსაზღვრავს
4 ფაქტორი.
ესენია:
პირადი
გამოცდილება;
ჩანაცვლებითი
გამოცდილება;
ვერბალური
მხარდაჭერა
ან
კრიტიკა;
ადამიანის
ფიზიკური
და
ემოციური
მდგომარეობა.
პირადი
გამოცდილება
ეს
არის
ადამიანის
აქტიურობის
შედეგი.
თუ
მოზარდი/
ზრდასრული,
როგორც
წესი,
წარმატებით
ართმევს
თავს
დავალებებს,
ეს
პოზიტიურად
მოქმედებს
თვითეფექტიანობაზე.
ხოლო
ის
ადამიანები,
რომლებიც,
როგორც
წესი,
ცუდად
ართმევენ
თავს
დავალებებს,
ნეგატიურად
შეაფასებენ
თვითეფექტიანობას.
როგორც
წესი,
წარმატებული
ქცევა
ზრდის
თვითეფექტიანობას,
ხოლო
მარცხი
კი
– ამცირებს.
ზემოთ
ნათქვამიდან
გამომდინარე,
არ
უნდა
გავაკეთოთ
დასკვნა,
რომ
წარმატება
აუცილებლად
გამოიწვევს
პოზიტიურ
თვითეფექტიანობას.
ზოგი
ადამიანი
თავის
წარმატებას
გარე
ფაქტორებს
მიაწერს,
მაგალითად,
იღბალს
და
არა
საკუთარ
კომპეტენციას
ან
ძალისხმევას.
ამავე
დროს,
ეს
ადამიანები
წარუმატებლობას
მიაწერენ
გარე
ფაქტორებს
და
არა
საკუთარ
თავს.
ჩანაცვლებითი
გამოცდილება
გულისხმობს
საკუთარი
შედეგების
შედარებას
სხვა
ადამიანების
შედეგებთან.
თუ
ადამიანი
სხვებთან
შედარებით
ხშირად
იღებს
დაბალ
შეფასებას
(ან
მაღალ
შეფასებას),
ეს
ნეგატიურად
(პოზიტიურად)
მოქმედებს
მოტივაცია
სასწავლო
პროცესში
3 128 მათ
თვითეფექტიანობაზე.
განსაკუთრებულ
მნიშვნელობას
იძენს
ეს
ფაქტორი
შეჯიბრის
სიტუაციაში.
თუკი
სწავლება
თანამშრომლობითია,
მაშინ
აღნიშნული
ფაქტორი
მნიშვნელოვანი
აღარ
იქნება.
ვერბალური
მხარდაჭერა
ან
კრიტიკა
ასევე
გავლენას
ახდენს
თვითეფექტიანობაზე.
სხვა
ადამიანების
მიერ
გამოთქმულმა
მოსაზრებამ
შეიძლება
გაზარდოს
ან
შეამციროს
ჩვენი
თვითეფექტიანობა.
მოზარდებისა
და
ზრდასრულებისადმი
გამოხატული
მხარდაჭერა
უნდა
შეიცავდეს
პოზიტიურ
მსჯელობას.
მაგალითად,
გიორგი
გააკეთე
პრეზენტაცია,
ეს
ხომ
შენ
ძალიან
კარგად
გამოგდის.
ემოციური
მდგომარეობა
განსხვავებულად
მოქმედებს
თვითეფექტიანობაზე.
მაგალითად,
ძლიერმა
შიშმა,
შფოთვამ
შეიძლება
გამოიწვიოს
თვითეფექტიანობის
შემცირება.
თვითეფექტიანობა
და
ატრიბუციები
ერთმანეთს
უკავშირდება.
თუ
წარმატება
მიეწერება
ინტერნალურ
ან
კონტროლირებად
მიზეზებს
(უნარი
და
ძალისხმევა),
მაშინ
თვითეფექტიანობა
იზრდება.
თუ
წარმატება
მიეწერება
ექტერნალურ
და
არაკონტროლირებად
მიზეზებს
(იღბალს
ან
სხვა
ადმიანების
ჩარევას),
თვითეფექტიანობა
შეიძლება
არ
გაიზარდოს.
მაღალი
თვითეფექტიანობის
მქონე
ადამიანები
თავიანთ
მარცხს
მიაწერენ
არასათანადო
ძალისხმევას
(დაკვირვებით
უნდა
შემემოწმებინა
დავალება).
დაბალი
თვითეფექტიანობის
მქონე
ადამიანები
კი
მარცხს
უნარის
ნაკლებობას
მიაწერენ
(სულელი
ვარ).
მაღალი
თვითეფექტიანობა
იწვევს
კონტროლირებად
ატრიბუციას,
ხოლო
ეს
უკანასკნელი,
თავის
მხრივ,
ზრდის
თვითეფექტიანობას.
თუ
ადამიანს
აქვს
დაბალი
თვითეფექტიანობა
და
მარცხის
მიზეზი
მიეწერება
უნარის
ნაკლებობას
(ხოლო
ადამიანი
მიიჩნევს,
რომ
უნარი
არ
შეიძლება
შეიცვალოს),
მაშინ
სწავლის
მოტივაცია
იკლებს.
სხვა
სიტყვებით
რომ
ვთქვათ,
თვითეფექტიანობა
და
კონტროლი
მნიშვნელოვნად
განაპირობებს
შინაგან
მოტივაციას.
ინტერესები და ემოციები ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ სწავლა მხოლოდ მშრალი შემეცნების პროცესი არ არის, სწავლაზე გავლენას ახდენს ემოციები. ადამიანები უფრო კარგად სწავლობენ და იმახსოვრებენ იმ ინფორმაციას,
რომელიც
იწვევს
ემოციურ
რეაქციებს
(ზოგჯერ
კი
ემოციები
ხელს
უშლის
სწავლას)
ან
დაკავშირებულია
მათ
ინტერესებთან.
ინტერესი
და
ცნობისმოყვარეობა
ერთმანეთს
უკავშირდება.
ცნობისმოყვარეობა
იზრდება,
როცა
ყურადღება
ცოდნაში
გარკვეულ
დანაკლისზეა
ფოკუსირებული.
ცნობისმოყვარე
ადამიანი
მოტივირებულია
ცოდნის
დანაკლისის
შევსებაზე.
სტუდენტების
ცნობისმოყვარეობა
შეიძლება
გამოვიწვიოთ
კითხვების
დასმით
და
შემდეგ
უკუკავშირით.
შეცდომებსაც
შეუძლია
ცნობისმოყვარეობის
გამოწვევა.
როგორც
ზემოთ
აღვნიშნეთ,
მასლოუს
თანახმად,
ცოდნის
შეძენის
მოთხოვნილება
სულ
მზარდია
და
არასდროს
იკლებს.
როგორ
დავაინტერესოთ
სტუდენტები
(მოზარდები
და/ან ზრდასრულები)
სწავლით?
არსებობს
ინტერესების
ორი
სახე:
პიროვნული
(ინდივიდუალური)
და
სიტუაციური.
პიროვნული
ინტერესები
უფრო
ხანგრძლივი
და
მყარია.
მაგალითად,
მომწონს
მათემატიკა,
მუსიკა
და
ა.შ. სწავლისადმი
ინდივიდუალური
ინტერესების
მქონე
ადამიანები
ახალი
ინფორმაციის
ძიებაში
არიან
და
სასწავლო
პროცესის
მიმართ
მოტივაცია
სასწავლო
პროცესში
3 130 პოზიტიური
განწყობა
აქვთ.
სიტუაციური
ინტერესები
კი
ხანმოკლე
და
ნაკლებად
მყარი
მახასიათებლებია.
რაც
უფრო
დიდია
ინტერესი,
მით
უფრო
მეტია
სწავლისას
პოზიტიური
ემოციები,
უფრო
ღრმაა
ინფორმაციის
გადამუშავება,
უკეთ
ხდება
დამახსოვრება.
ინტერესი
იზრდება,
როდესაც
სტუდენტი
კომპეტენტურად
გრძნობს
თავს.
რთულია
სასწავლო
საგანი
ყველა
სტუდენტის
ინტერესზე
იყოს
მორგებული,
ამიტომ
საჭიროა
სიტუაციურ
ინტერესებზე
დაყრდნობა.
საკმარისი
არ
არის,
მხოლოდ
ინტერესის
აღძვა,
ის
უნდა
შევინარჩუნოთ
კიდეც.
მეცადინეობები,
რომლებიც
ხაგრძლივად
ინარჩუნებს
შემსწავლელთა
ინტერესს,
ხასიათდება
რეალურ
ცხოვრებასთან
მიახლოებული
პრობლემების
გამოყენებით,
ლაბორატორიული
სამუშაოებით
და
სხვადასხვა
პროექტში
აქტიური
მონაწილეობით.
შფოთვა
სწავლის
პროცესში
შფოთვა
– ეს
არის
ზოგადი
მოუსვენრობა,
ეჭვი
საკუთარ
შესაძლებლობებში,
დაძაბულობა.
შფოთვა
შეიძლება
იყოს
სწავლაში
წარუმატებლობის
მიზეზი
და
შედეგიც.
მოზარდები/ზრდასრულები
იმიტომ
არიან
წარუმატებლები,
რომ
აქვთ
შფოთვა
და
მათი
წარუმატებლობაც
ზრდის
შფოთვას.
შფოთვა
ერთდროულად
არის
პიროვნული
ნიშან-თვისებაც
და
სიტუაციური
ფაქტორიც.
ზოგიერთი
ადამიანი
შფოთავს
უამრავ
სხვადასხვა
სიტუაციაში
(შფოთვა,
როგორც
პიროვნული
ფაქტორი),
მაგრამ
ზოგჯერ
სიტუაცია
იწვევს
შფოთვის
პროვოცირებას
(სიტუაციურად
განპირობებული
შფოთვა).
შფოთვას
აქვს
როგორც
კოგნიტური,
ასევე
აფექტური
(ემოციური)
კომპონენტები.
შფოთვის
კოგნიტური
მხარე
მოიცავს
ნეგატიურ
აზრებს
მოსალოდნელ
მარცხთან
დაკავშირებით.
აფექტური
მხარე
კი
გულისხმობს
ფიზიოლოგიურ
და
ემოციურ
რეაქციებს
– ხელისგულების
გაოფლიანება,
უსიამოვნო
შეგრძნებები
მუცლის
არეში,
პულსის
აჩქარება
და
ა.შ. შფოთვა
ხელს
უშლის
სწავლას,
რადგან
შფოთვის
მაღალი
დონის
მქონე
ადამიანები
ყურადღებას
ანაწილებენ
ახალ
მასალასა
და
საკუთარ
გრძნობებს
შორის.
შფოთვის
მაღალი
დონის
მქონე
სტუდენტებმა
ხშირად
იმაზე
მეტი
იციან,
ვიდრე
ამის
დემონსტრირებას
ახდენენ.
პედაგოგი
უნდა
დაეხმაროს
მათ
რეალური
მიზნების
დასახვაში.
სტუდენტები
ხშირად
ან
ძალიან
რთულ
დავალებას
ირჩევენ,
ან
ძალიან
ადვილს.
პირველ
შემთხვევაში,
ისინი,
სავარაუდოდ,
მარცხს
განიცდიან,
131 რაც
გაზრდის
მათ
შფოთვას,
მეორე
შემთხვევაში
კი,
შესაძლოა,
წარმატებასაც
მიაღწიონ,
მაგრამ
არ
ექნებათ
კმაყოფილების
გრძნობა,
რომელიც
მათ
შფოთვას
შეამცირებდა.
ოთხი არაეფექტიანი მოტივაციური სტილი უარყოფითი მოტივაციური სტილი. ზოგიერთ ადამიანს საკუთარი თავის და სხვების მოტივირება შეუძლია მოსალოდნელი „კატასტროფებით“, რომლებსაც
„რაიმეს“
არ
გააკეთების
შემთხვევა
გამოიწვევს.
მოტივირების
აღნიშნული
სტილი
ეფექტიანია
მხოლოდ
ადამიანების
მცირე
რიცხვისთვის,
უმრავლესობას
პოზიტიური
მოტივაცია
სჭირდება.
ასეთი
მოტივაციური
სტილის
მქონე
სტუდენტებთან
მუშაობისას
საჭიროა
ყურადღების
გამახვილება
იმაზე,
თუ
რისი
მიღწევა/მიღება
მოტივაცია
სასწავლო
პროცესში
3 132 სურთ
მათ.
ასეთ
შემთხვევაში
„კატასტროფასთან“
დაკავშირებული
აზრები
მეორე
პლანზე
გადაინაცვლებს.
მოტივაციური
სტილი
– „დიქტატორი“.
„დიქტატორი“
ახდენს
საკუთარი
თავის
და
სხვების
მოტივირებას
ბრძანებებით.
ისინი
იყენებენ
შემდეგ
სიტყვებს:
აუცილებელია,
სავალდებულოა,
უნდა
და
ა.შ. ბრძანებაზე
ადამიანების
უმრავლესობა
უარყოფითად
რეაგირებს.
უფრო
ეფექტიანია
საკუთარი
თავისა
და
სხვების
მოტივირება
აქტივობის/საქმიანობის
შეთავაზებით.
მაგალითად,
კარგი
იქნებოდა
..., სასურველია
..., ჩვენ
გვინდა
... (რა
თქმა
უნდა,
ხმის
ინტონაცია
უნდა
იყოს
რბილი
და
სასიამოვნო).
მოტივაციური
სტილი
– „შესასრულებელი
დავალების
წარმოსახვა“.
ზოგი
ადამიანი
ზედმეტად
დიდხანს
ფიქრობს,
რომ
დავალება
აქვს
გასაკეთებელი,
იმის
ნაცვლად,
რომ
შესრულებას
შეუდგეს.
ამ
შემთხვევაში
სტუდენტს
უნდა
დავანახოთ,
თუ
რამდენადაა
მათთვის
ღირებული
დავალების
შესრულება.
უნდა
აღინიშნოს,
რომ
ეს
არაეფექტიანი
მოტივაციის
ყველაზე
„რთული“
სტილია.
ამიტომ
ხანდახან
სტუდენტს
შეიძლება
ვურჩიოთ,
რომ
მან
გადადოს
მისთვის
რთული
დავალების
შესრულება.
მოტივაციური
სტილი
„გადატვირთული“
– ზოგი
ადამიანი
შესასრულებელ
დავალებას
წარმოიდგენს
როგორც
ერთ
უზარმაზარ,
არადიფერენცირებულ
სამუშაოს
და,
ბუნებრივია,
თავს
გრძნობს
გადატვირთულად.
აქედან
გამომდინარე
ვერ
იწყებს
მუშაობას
და
გადადებს
დავალების
შესრულებას.
ასეთ
შემთხვევაში
პედაგოგმა
დავალება
უნდა
დაყოს
ნაწილებად
და
ნაბიჯ-ნაბიჯ
სთხოვოს
მისი
შესრულება.
თავი III - მეთოდოლოგია და საკვლევი კითხვები
საკვლევი კითხვის ფორმულირება
პრობლემაზე დაკვირვების შემდეგ
გადავწყვიტე თუ
რა იქნებოდა
ჩემი
კვლევის ორიენტირი.
აქედან გამომდინარე
შევიმუშავე მთავარი
საკვლევი კითხვა:
როგორ, რა
მეთოდებით, რომელი აქტივობების
დანერგვით და
საჭირო რესურსების
გამოყენებით შეიძლება
გავუზარდო მოსწავლეებს მოტივაცია
საკვლევი პრობლემიდან გამომდინარე გამოვყავი შემდეგი
საკვლევი კითხვები:
§ არის
თუ არა მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ურთერთობა პოზიტიური და ურთიერთპატივისცემაზე
დამყარებული
§ რა
ინტერესები აქვთ მოსწავლეებს და როგორ მოვახდინოთ საგაკვეთილო პროცესში მათი ინტერესების
მორგება.
§ რამდენად
მისაღებია მოსწავლეებისათვის სახელმძვანელო
§ დაბალი
მოტივაციის მიზეზს სახელმძღვანელოს ტექსტების მოცულობა და სირთულე ხომ არ წარმოადგენს
§ რამდენად
ხშირად
იგეგმება
მოტივაციის
ამაღლებისთვის
მრავალფეროვანი
აქტივობები
§ იწვევს
თუ
არა
მოტივაციის
ამაღლებას
საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება
§ მოტივაციის
ასამაღლებლად
თანამშრომლობს
თუ
არა
მასწავლებელი
მშობლებთან.
კვლევის მიზანი და ამოცანები
მოტივაცის საკითხი მეტად აქტუალური და განსაზღვრელი
ფაქტორია წარმატების მიღწევისათვის. კვლევის მიზანია გამოავლინოს მოტივაციის ხარისხის
შესუსტების მიზეზები და სასწავლო რესურსების გამოყენებით შევძლო მოსწავლეების მოტივაციის
ამაღლება და გავზარდო საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართულობა
კვლევის მეთოდები
კითხვარი მოვამზადე X კლასის მოსწავლებისთვის და მათი მშობლებისთვის. მოსწავლების
რაოდენობა შეაგენს ცხრას ასევე გამოიკითა ცხრა მშობელი
§ საკვლევი
თემა:
მოტივაცია
§ კვლევის
მეთოდი:
ანკეტირება
§ სამიზნე
ჯგუფი:
მოსწავლე,
მშობელი.
§ ანკეტირება:
მოსწავლეებთან
და
მშობლებთან.
მოვამზადე კითხვარები-მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის (იხ. დანართი 1 და დანართი 2)
კვლევის ვადები
N
|
აქტივობა
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
ივნისი
|
1
|
კვლევის
სტრუქტურის
გაცნობა.
|
·
|
|
|
|
|
2
|
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
·
|
|
|
|
|
3
|
გაკვეთილზე
დაკვირვება
|
·
|
·
|
·
|
·
|
·
|
4
|
ლიტერატურის
გაცნობა
|
·
|
·
|
·
|
|
|
5
|
]კითხვარის შედგენა და დამუშავება
|
|
·
|
|
|
|
6
|
გამოკითხვა
|
|
|
·
|
|
|
7
|
მიღებული შედეგების ანალიზი
|
|
|
·
|
|
|
|
ინტერვენციების განხილვა და განხორციელება
|
|
|
·
|
·
|
|
|
ინტერვენციების შედეგების ანალიზი
|
|
|
|
·
|
|
8
|
შედეგების
გაცნობა/პრეზენტაცია
სკოლის
პედაგოგებთან/რეკომენ
დაციები
|
|
|
|
|
·
|
თავი IV - კვლევის შედეგები
მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგები
1. მნიშვნელოვანია
ქულა
მოტივაციის
ამაღლებისთვის?
2. სიტყვიერი შექება ან წახალისება მასწავლებლის მხრიდან ზრდის
თუ
არა
მოსწავლეთა
მოტივაციას?
3. მოსწავლეებს მოტივაციას უქვეითებს თუ არა დავალების
სირთულე?
4. რამდენად ხშირად იგეგმება მოტივაციის ამაღლებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები?
5. მასწავლებლის როლი მოტივაციის ამაღლებაში
6. სახელმძღვანელოს სირთულე
მოტივაციის
დაქვეითებასთან
დაკავშირებით.
მშობელთა გამოკითხვის შედეგები
1.
სწავლისადმი მოტივაციის
ამაღლების მიზნით რამდენად ხშირად იყენებთ გარეგან წახალისებას?
2. როგორ ეხმარებით მასწავლებელს თქვენი შვილის მოტივაციის
ამაღლების პროცესში?
მონაცემთა ანალიზის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები- მოსწავლეებს აქვს დაბალი მოტივაცია ზოგადად სწავლისადმი, ნაკლებად
არიან
ჩართული
სხვადასხვა
სახის
ღონისძიებებში,
განიცდიან
შექებისა
და
ჯილდოს
ნაკლებობას,
სახელმძღვანელოს
სირთულე
უქვეითეს
მოტივაციას
სწავლებისადმი,
მშობლები
ნაკლებად
არიან
ჩართული
შვილების
მოტივაციის
ამაღლების
პროცესში თანამშრომლობა პედაგოგთან 30%, შვილთან საუბრაი 48% და
კითხვას არ უპასუხა 22% -მა.
მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობას მოსწავლეები პროექტებით სწავლებას მიიჩნევენ,
რომელიც არც თუ ისე ხშირად კეთდება.
თავი V - ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები
ინტერვენციები
მონაცემთა ანალიზის
შემდეგ დაიგეგმა შემდგომი ინტერვენციები
·
გავეცანი მოტივაციის ამაღლებასთან დაკავშირებულ ლიტარატურას
·
შევიმუშავე მოტივაციის ამაღლებისთვის საჭირო სტრატეგიები.
·
შევიმუშავე სხვადასხვა ინტერვენციები მოტივაციის ამაღლების
მიზნით.
ყოველივე ზემოთ
აღნიშნულიდან გამომდინარე გადავწყვიტე მოსწავლეთა თანამონაწილეობით შემექმნა სხვადასხვა
თვალსაჩინოებები. მოსწავლეებთან გასაუბრების შედეგად გადაწყდა სასწავლო რესურსის პლაკატების
შექმნა(კონტინენტების შესახებ). იქიდან გამომდინარე, რომ პროექტებით სწავლება არის
ახალი მეთოდი საკმაოდ უჭირთ მოსწავლეებს პროექტზე მუშაობა, თუმცა დიდი ენთუზიაზმით
მოეკიდა ყველა მოსწავლე მის დაწერას. მუშაობის პროცესში შეიქმნა სამი ჯგუფი, რომლებმაც
გადაინაწილეს ფუნქციები და პროგრმის შესაბამისი პლაკატები.
სასწავლო პლაკატები
მოიცავდა ყველა კონტინენტის შესახებ ძირითად და მნიშვნეოვან ინფორმაციას: „ყველაზე,
ყველაზე“, მთათა სისტემებს, მწვერვალებს, კუნძულებს, ყურეებს, მდინარეებს, ზღვებს,
ნახევარკუნძულებს, სრუტეებს, სახელმწიფოებს და სხვ.
პლაკატების დიზაინი
თითოეული ჯგუფის გემოვნებით იყო გაკეთებული.
პროექტის ხანგრძლივობამ შეადგინა ერთი თვე. მოიხედავად იმისა, რომ ყველა მოსწავლე
ჩაერთო პროექტის განხორციელებაში ჩემი დაკვირვებით, მოტივაციის გაზრდა მხოლოდ რამოდენიმე
მოსწავლეს დაეტყო. გადავწყვიტე ახალი სასწავლო რესურსი გამომეყენებინა. შევიძინე გეოგრაფიული
ლოტო. გაკვეთილებს ისე ვგეგმავდი, რომ დრო დარჩენილიყო ლოტოს სათამაშოდ, აქტივობამ
ძალიან იმოქმედა მათზე აღარ უნდოდათ გაკვეთილის დამთავრება. ამ აქტივობამ ყველა მოსწავლე
გამოაცოცხლა და მოტივაცია აუმაღლა, გაუჩნდა ინტერესი საგნისადმი. ასევე ლოტო შევქმენით
ჩვენი ხელითაც, რომელიც შეეხებოდა ქვეყნებს და მის დედაქალაქებს, შესაბამისად ვიყენებდით
საგაკვეთილო პროცესში. მიუხედავად იმისა რომ არ არის სავალდებულო ქვეყნებისა და დედაქალაქების
ცოდნა ეს მოტივციის ამაღლებაში დამეხმარა. იქიდან გამომდინარე, რომ მეათე კლასში ისწავლება
მსოფლიოს რეგიონები, საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენე ინტერნეტრესურსი (აპლიკაცია),
რომელშიც ისწავლებოდა კონტინენტების აწყობა და ქვეყნების ცოდნა რუკაზე. თიტოეულმა მოსწავლემ
თავის მობილურ ტელეფონში ჩაიწერა ეს აპლიკაცია და გაკვეთილის ბოლო 5 წუთში ვმართავდით
კონკურს ვინ უფრო მალე ააწყობდა ამ რუკას. ამ აქტივობამაც დიდი ხალისი შემოიტანა გეოგრაფიის
გაკვეთილზე, რადგან იცოდნენ, რომ გაკვეთილის ბოლოს სახალისო აქტივობა იქნებოდა. კონტინენტების
შესწავლის დროს ასევე ვიყენებდით ფაზლურ პოლიტიკურ რუკას, იყო შემთხვევა, რომ ზოგიერთმა
ჯგუფმა ვერ მოასწრო რეგლამენტირებულ დროს აწყობა, მაგრამ იმდენად დიდი იყო მათი მონდომება,
რომ სურვილი გამოთქვეს გაკვეთილების ბოლოს დაემთავრებინათ. ასეთი აქტივობებოს დაგეგმით მოსწავლეებში
ამაღლდა მოტივაცია, მათ დაიწყეს სისტემატიურად საგაკვეთილო პროცესისთვის მომზადებულებმა
სიარული.
კვლევის შედეგები: ინტერვენციების განხორციელებამ მოსწავლეებისთვის დადებითი
შედეგი გამოიღო.
დაკვირვებამ აჩვენა,რომ როგორც წარმატებული,ისე დაბალი
აკადემიური მოსწრების მოსწავლეები აქტიურად
იყვნენ
ჩართულნი ჯგუფური
მუშაობის პროცესში,მოსწავლეები მუშაობდნენ
ერთად, ეხმარებოდნენ
ერთმანეთს. ერთობლივად დაგეგმილ
გაკვეთილებზე დაკვირვებამ
აჩვენა,
რომ მოსწავლეები
უფრო აქტიურად
იყვნენ ჩართული
საგაკვეთილო პროცესში
მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა
კიდევ უფრო
შეიმჩნეოდა,როცა გაკვეთილებზე
ვიყენებდით ფაზლებს.
ყოველივე ამან კი მიგვიყვანა იქამდე, რომ გაიზარდა მოსწავლეებში საგნისადმი ინტერესი. დიდი როლი უკავია პედაგოგს საბაზო
საფეხურის
მოსწავლეებში
საგნისადმი
დაინტერესების
მიზნით.
როდესაც
მოსწავლე
ხედავს,
რომ
მასწავლებელი
შრომისუნარიანობით ენთუზიაზმით არის სავსე, ეხმარება მათ გარკვეული სირთულის გადალახვაში, მკაფიოდ
დაანახებს
საგნის
სწავლების
აუცილებლობას,
ამ
შემთხვევაში
მოტივაცია
იზრდება
საბაზო
საფეხურის
მოსწავლეებში.
დასკვნა
ჩატარებული პრაქტკული კვლვის საფუძველზე შემიძლია დავსკნა,
რომ მოსწავლეთა დაბალი მოტივაციისა და საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართულობის მიზეზი
არის მათთვის უინტერესო სახელმძღვანელოთი სწავლა. მშობლები ნაკლებად არიან ჩართულნი
შვილების სწავლების პროცესში, მასწავლებელი სისტემატიურად არ იყენებს მოტივაციის ამაღლების
ეფეტურ სტრატეგიებს. მასწავლებლის სასწავლო პრცესისადმი დამოკიდებულება პირდაპირ აისახება
მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე, ასევე მათ შედეგებზე, რადგან მოსწავლეთა წარმატებისათვის
აუცილებელია ურთიერთპატივისცემაზე და თანამშრომლობაზე დამყარებული პოზიტიური ეფექტური
სასწავლო გარემო, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლებზე. კვლევაში გამოყენებული მეთოდიკა
მიმართილი იყო მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად გეოგრაფიის საგნისადმი, რამაც დადებითი
შედეგი გამოიღო, გააუმჯობესა მოსწავლეთა ჩართულობაც საგაკვეთილო პროცესში. კვლევის
შედეგები გავუზიარე კოლეგებს.
ბიბლიოგრაფია
რეფლექსია
სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთოსფლის საჯარო სკოლაში განვახორციელე პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევა
თემაზე ,,სასწავლო რესურსების გამოყენებით მოსწავლებში მოტივაციის ამაღლება“
კვლევის
შედეგების გაზიარების მიზნით შეხვედრა
გავმართე მასწავლებლებთან, რომლებიც ასწავლიან
ამ კლასებს.
წარვუდგინე პრეზენტაცია,
სადაც დეტალურად
განვიხილე ჩემს მიერ განხორციელებული კვლევის
ეტაპები, მეთოდები,
ინტერვენციები, კვლევის
მიგნებები, რეკომენდაციები, დასკვნები.
შედეგები წარვადგინეთ ცხრილებისა
და დიაგრამების
სახით, გავაცანი
ღია კითხვებზე
პასუხები.
კვლევის
დროს მიღებული
გამოცდილება და
მისი განხორციელება პრაქტიკაში
დამეხმარა მოსწავლეთა
მოტივაციის ამაღლებაში,
რამაც ხელი
შეუწყო საგაკვეთილო
პროცესში მოსწავლეთა
ჩართულობის გაზრდას
და მათ
აკადემიური მოსწრების
გაუმჯობესებას.
ვიმედოვნებ
კვლევის მიგნებების
და რეკომენდაციების გათვალისწინება კიდევ
უფრო მეტად
შეუწყობს ხელს
მოსწავლეთა მოტივაციის
ამაღლებას და
სწავლის პროცესის
მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდას.
ვფიქორობ კარგი იქნებოდა
პრაქტიკის კვლევაში
ჩართულნი ყოფილიყვნენ საშუალო საფეხურის
ყველა მოსწავლეს
და მათი მშობლები. ასევე სასურველი იქნებოდა კვლევის მიმდინარეობისას შემექმნა ელექტრონული
სასწავლო რესურსები.
ვფიქრობ,
კვლევის დროს
შეძენილი ცოდნა
და გამოცდილება
დამეხმარება მომავალშიც
ვიმუშაო კვლევაზე
საკუთარი და
ჩემი კოლეგების
პედაგოგიური პრაქტიკის
გაუმჯობესებისა და
სასწავლო გარემოს
ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.
დანართი 1. მოსწავლის კითხვარი:
1.
თქვენი აზრით თანამედროვე პერიოდში არის თუ არა სწავლა პრესტიჟული?
ა) დიახ ბ) არა გ)ნაწილობრივ
2. თქვენი
აზრით
როგორ
უნდა
დაგეხმაროთ
მასწავლებელი, უფრო მარტივად რომ შეძლოთ საგნის შესწავლა?
ა) პროექტებით სწავლა ბ) თამაშით სწავლა
გ) ჯგუფური
მუშაობა
დ) სხვა.
3. სიტყვიერი
შექება
ან
წახალისება
მასწავლებლის
მხრიდან
ზრდის
თუ
არა
მოსწავლეთა
მოტივაციას?
ა) დიახ
ბ)
არა გ) ნაწილობრივ
4. მოსწავლეებს მოტივაციას უქვეითებს თუ არა დავალების
სირთულე?
ა) დიახ
ბ)არა გ) ნაწილობრივ
5.
რამდენად ხშირად იგეგმება მოტივაციის ამაღლებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები?
ა) ყოველ გაკვეთილზე ბ) ორ კვირაში ერთხელ გ)არასდროს
6.
მნიშვნელოვანია ქულა მოტივაციის
ამაღლებისთვის?
ა) დიახ ბ) არა გ) ნაწილობრივ
7.
როგორი უნდა იყოს მასწავლებელი, რომელიც შეძლებს
თქვენში
სწავლისადმი
მოტივაციის
ამაღლებას?
ა) შრომისუნარიანი
ბ)
სამართლიანი
გ) თავაზიანი დ) იუმორით დაჯილდოებული ე) სხვა
8.
რომელი ინტელექტუალური
შეჯიბრი ზრდის მოსწავლეებში მოტივაციას
ა) ვიქტორინა ბ) სწრაფად
რუკების აწყობა გ) გეოგრაფიული
ლოტო
9.
სახელმძღვანელო რომლითაც
სწავლობთ მისაღებია თუ არა თქვენთვის?
ა) კი ბ) არა გ) ნაწილობრივ
დანართი
2. მშობლის კითხვარი:
1.
რამდენად ხშირად ეხმარებით
შვილებს საშინაო დავალების განხილვაში ან შესრულებაში
ა) ყოველთვის ბ) იშვიათად გ) არასდროს
2.
მოტივაციის ამაღლების
მიზნით რამდენად ხშირად ახალისებთ შვილებს (მაგ: ყოჩაღ, კარგი გოგო ხარ და ა.შ. ან
სხვადასხვა საჩუქრებით)
ა) ხშირად ბ) იშვიათად გ) არასდროს
3.
რამდენად ხშირად რთავთ
თქვენს შვილს პედაგოგის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობებში
ა) ხშირად ბ) იშვიათად გ) არასდროს
4.
სწავლისადმი მოტივაციის
ამაღლების მიზნით რამდენად ხშირად იყენებთ გარეგან წახალისებას?
მაგ: ყოველი მაღალი ქულის მიღებისას გარკვეული თანხით დასაჩუქრება, კარგი
ქულებით სემესტრის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ძვირადღირებული საჩუქრების ყიდვა
(ველოსიპედი, მობილური ტელეფონი, პლანშეტი და სხვ.)
ა) ხშირად ბ) იშვიათად გ) არასდროს
5.
როგორ ეხმარებით მასწავლებელს
თქვენი შვილის მოტივაციის ამაღლების პროცესში?
ა) ვთანამშრომლობ მასწვლებელთად
ბ) ხშირად ვსაუბრობ შვილთან
გ) და სხვ.