Sunday, 18 October 2015

დღე მეცხრე
ჩავაბარე. მოვასწარი ყველაფერი. ძალიან მიხარია.
დიდი მადლობა, ბატონო დავით! 
მოგვენატრებით!
ნახვამდის!

Saturday, 17 October 2015

დღე  მერვე
გავიხსენეთ ბლოგზე დრაივიდან საქაღალდების მიმაგრება და ღილაკების გაკეთება. 
მივუახლოვდით ფინიშს. საინტერესოა გადავცდები ხაზს,თუ?!  
მომიწევს გადახტომა იკვლივის კლდიდან?

Sunday, 11 October 2015

დღე მეშვიდე
დღეს მოგვცა ბატონმა დავითმა ყველა დავალება,გვასწავლა რომელ საქაღალდეში რა უნდა შევინახოთ, გვასწავლა 101 widjets.com გამოყენება.ძალიან  ლამაზი და სახალისოა.

Saturday, 3 October 2015

დღე მეექვსე
ვისწავლეთ საავტორო უფლებების შევსება. გავაკეთე ჩემი საქაღალდე და ჩავსვი 6 საქაღალდე.ყველა გავასაჯაროვე.

Saturday, 26 September 2015

 დღე მეხუთე
ბლოგზე როგორ უნდა გავაკეთოთ უკუკავშირი.დავალება მოგვცა სამი პედაგოგის ბლოგზე გავაკეთოთ კომენტარი.
ვისწავლეთ რა აქტივობებია მოსწავლეთა დაწყვილებისთვის. 
ვნახეთ სხვა მასწავლებლების პრეზენტაციები.მოგვცა დავალებად პროექტის შესატყვისი პრეზენტაციის გაკეთება.
ასე დამთავრდა დღევანდელი ტრენინგი.ნახვამდის.

Friday, 25 September 2015

დღე მეოთხე
ვსწავლობთ, ვსწავლობთ და მე არაფერ დავალებებს არ ვაკეთებ. ,, დღე მეორის'' გაკეთება დავიწყე 24 სექტემბერს.   გეთანხმებით, ბატონო დავით, სამუშო ბევრია, დრო ცოტა.
,,მეხვალხვალიე კაცსაო, თოვლი მოადგა კარსაო''.  თოვლისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მე ასე მომივიდა, რამდენი ,,რამე'' დაგროვილა გასაკეთებელი! რომელი ვაკეთო, აღარ ვიცი. თუმცა 18 ოქტომბრამდე კიდევ მაქვს დრო. (თუ დროს აღარ დავკარგავ).
P.S.  არ გადადო საქმე, თორემ ჩემ დღეში აღმოჩნდები!
დღე მესამე
ვისწავლეთ კითხვარის გაკეთება. ყოველ დღე ახალ-ახალ ,,რაღაცეებს" ვსწავლობთ. ყველაფერი ეს ძალიან გამოგვადგება სკოლაში მუსაობისთვის.

Thursday, 24 September 2015

დღე მეორე
ვისწავლეთ სიგელის, სერთიფიკატის, მადლობის ფურცელის, მოსაწვევი ბარათის და ბროშურების გაკეთება. საინტერესოა,

Wednesday, 9 September 2015

დღე პირველი
დაიწყო ტრენინგები და დაიწყო ტვინის ჟყლეტვა; ვაიმე მახსოვს? როგორ უნდა? სად მოვძებნო?  რა კარგად ვიცოდი და რატომ ვერ ვიხსენებ! და ა. შ.
მიუხედავად ამის, მიხარია, რომ დავიწყეთ!
კიდევ უფრო გასახარებელი, ისევ ბატონი დავითი გვიტარებს!